Belive

NBA - ჰიუსტონი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"ჰიუსტონ როკეტსი" - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 52-ე იქნება.

ახალ სეზონში გუნდში ცვლილებები იქნება. "ჰიუსტონის" მთავარი ტრანსფერი კარმელო ენტონის შემოერთება გახლავთ, ასევე გუნდმა გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსიც დაიმატა. გუნდი დატოვა სასტარტო ხუთეულის წევრმა ტრევორ არიზამ, რომელიც "ფინიქს სანსს" შეუერთდა. "როკეტსის" სავარაუდო ხუთეული ასეთია:
კრის პოლი - 35.6 მილიონი დოლარი ჯეიმს ჰარდენი - 30.4 მილიონი დოლარი ფიჯეი ტაკერი - 7.96 მილიონი დოლარი კლინტ კაპელა - 13.7 მილიონი დოლარი კარმელო ენტონი - 2.4 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

გუნდმა წინასასეზონოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 შემთხვევაში გაიმარჯვეს. "ჰიუსტონი" ორჯერ დაუპირისპირდა "მემფისს", რომელთაც საშინაო არენაზეც სძლიეს და სტუმრადაც. "როკეტსმა" ასევე გასვლითი შეხვედრა მოიგო "სან-ანტონიოს" წინააღმდეგ. ის ერთადერთი მარცხი, რომელიც გუნდმა პრესეზონზე იწვნია, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გახლდათ, სადაც დაძაბული პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, გუნდმა მეოთხე მეოთხედი 9 ქულით წააგო და საბოლოო ჯამში ანგარიშით - 100:110 დამარცხდნენ. "ჰიუსტონმა" ამხანაგური შეხვედრაც გამართა, სადაც ჩინურ "შანხაი შარკსს" დაუპირისპირდნენ და 42-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

რეგულარული სეზონი:

რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას "ჰიუსტონი" 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე, "ნიუ-ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. "პელიკანსი" არის გუნდი, რომელსაც პრესეზონზე ყველა მარცხი აქვს აქტივში და მთავარი წევრის - ენტონი დევისის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მეორე შეხვედრას 21 ოქტომბერს გამართავს, სადაც გასვლით მატჩში "ლოს-ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო დღეს გუნდი ლოკაციას არ შეიცვლის და ლოს-ანჯელესშივე დარჩება, მაგრამ უკვე "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშებს. სპეციალისტების აზრით "ჰიუსტონ როკეტსი" 2018/19 წლების სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება "გოლდენ სტეიტ უორიორსის" შემდეგ.  

სხვა სტატიები