Belive

NBA-ის კალათბურთელების ნაწილი პანდემიის გამო სეზონის გაგრძელების წინააღმდეგია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კალათბურთელების გარკვეული სეგმენტი აღნიშნავს, რომ ამ პირობებში მათთვის თამაშის გაგრძელება საფრთხის შემცველი და მიუღებელია. რამდენიმე დღეა, ამერიკულ პრესაში აქტიურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები უკმაყოფილონი არიან მიღებული გადაწყვეტილებით. ახალი გადაწყვეტილება 4 ივნისს იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც 30-დან 22 გუნდი ასპარეზობას ფლორიდაში განაგრძობენ, სადაც დაწყებული სეზონი დასკვნით ფაზამდე მივა.
"თუ რა პირობებში მოგვიწევს თამაში, როგორ და რანაირად ეს საკითხები ფაქტობრივად ბურუსითაა მოცული. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ძალიან რთულია ვთქვა, რომ გაგრძელების შემთხვევაში ვითამაშებ. ამჟამად კი ბუნებრივია, რომ კალათბურთელები თავის საფრთხეში ჩაგდების წინააღმდეგნი არიან", - განაცხადა კარმელო ენტონიმ.
შეგახსენებთ, რომ ახალი დადგენილების თანახმად კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მხოლოდ ის კალათბურთელები მიიღებენ, ვინც თამაშზე უარს არ განაცხადებს ან უქმობის მიზეზი სამედიცინო დასკვნა იქნება.

სხვა სტატიები