Belive

NBA-ის მესვეურები NBA2K-ში კალათბურთელებს შორის შეჯიბრს აანონსებენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, მსგავსად სხვა დანარჩენი ჩემპიონატებისა და ტურნირების, კორონავირუსის პანდემიის გამო განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული. ზემოთხსენებული მიზეზის გამო NBA-ის მესვეურები მომავალი კვირიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სიმულატორში, სახელად NBA2K გეგმავენ შეჯიბრის ჩატარებას, რომელიც ESPN-ზე გადაიცემა. NBA-ის სიმულატორში შეჯიბრში მონაწილეობას გუნდების ვარსკვლავები მიიღებენ, სწორედ ეს იქნება ღონისძიების მთავარი სანახაობა.
ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაიფინცირებულთა რაოდენობა სხვა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით რიცხობრივად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - ქვეყანაში ვირუსით 164 359 ადამიანი დაავადდა, საიდანაც 5 507 პაციენტი უკვე განიკურნა, 3 173 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. სწორედ ამის გამო შესაძლებელია NBA-ის მესვეურების სურვილზე ზოგიერთმა ცნობილმა მოთამაშემ უარი განაცხადოს, ვინაიდან სოციალურ ქსელებში აშკარავდება, რომ სპორტსმენების უდიდესი ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სხვა სტატიები