Belive

NBA-ის მოთამაშეს მარიხუანა აღმოუჩინეს!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დ'ანჯელო რასელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც "LaGuardia"-ს აეროპორტში, მაშინ როდესაც ლუისვილის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, ჩხრეკის დროს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის თავად მოთამაშეს განცხადება არ გაუკეთებია. დიდი ალბათობით, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად რასელი ფულადი ჯარიმით დაისჯება, ის ასევე ჩაეწერება საკალათბურთო ლიგაში "მარიხუანას მომხმარებელთა პროგრამაში". შეგახსენებთ, რომ დ'ანჯელო რასელი ბოლო 2 წლის განმავლობაში "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას იცავს, სადაც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს - მისი საშუალო ქულათა ოდენობა 21.1 ქულაა, ასევე ყოველ შეხვედრაში ის საშუალოდ 7 შედეგიან გადაცემას (ასისტს) აკეთებს.

სხვა სტატიები