Belive

NBA-ის პლეი-ოფში გამსვლელი გუნდები თითქმის ცნობილია!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. დასავლეთ დივიზიონიდან პლეი-ოფში გამსვლელი ყველა გუნდი ცნობილია: "გოლდენ სტეიტ უორიორსი", "დენვერ ნაგეთსი", "ჰიუსტონ როკეტსი", "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი", "იუტა ჯაზი", "ლოს ანჯელეს კლიპერსი", "სან ანტონიო სპურსი", "ოკლაჰომა სითი თანდერი".  აღმოსავლეთ კონფერენციაში კი ამ ეტაპისთვის მხოლოდ 5 გუნდს აქვს გარანტირებული პლეი-ოფის საგზური: "მილუოკი ბაქსი", "ტორონტო რაპტორსი", "ფილადელფია სიქსერსი", "ბოსტონ სელტიქსი", "ინდიანა პეისერსი".  აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსია" 39 მოგებითა და 38 მარცხით, მე-7 პოზიციაზე "ბრუნკლინ ნეთსია" 39 მოგებითა და ამდენივე რაოდენობის მარცხით, ხოლო მე-8 ადგილზე "მაიამი ჰიტია" 38 მოგებითა და 39 მარცხით, აღნიშნული გუნდების მთავარი მდევარი მე-9 ადგილზე მყოფი "ორლანდო მეჯიქია", რომელთაც ამ ეტაპისთვის 38 მოგება და 40 მარცხი აქვთ, ასევე პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს "შარლოტი ჰორნეთსი" მათ 35 მოგება და 42 მარცხი აქვთ.

სხვა სტატიები