Belive

NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დახმარებას ქუჩაში ითხოვს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ვეტერანი კალათბურთელი დელონტე უესტი მძიმე მდგომარეობაშია. "კლივლენდის", "ბოსტონისა" და "დალასის" ყოფილი მოთამაშე ხალხისგან დახმარებას ითხოვს. უესტს ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ 2008 წელს დაეწყო. მაშინ მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც დელონტე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი სახლის გარეშე დარჩენილი კალათბურთელის ფოტო სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. უესტი დალასის ქუჩებში გამოვიდა და ფინანსურ დახმარებას ფანებისგან ითხოვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელს კარიერის მანძილზე 19 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, თუმცა მეუღლესთან განქორწინებამ და სხვა პრობლემებმა ის ფინანსების გარეშე დატოვა.

სხვა სტატიები