Belive

NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დალასში მოკლეს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს ამერიკულ მედიაში NBA-ის ყოფილი კალათბურთელის, ანდრე ემეტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, 37 წლის მოთამაშეს, რომელსაც ახლახანს შვილი შეეძინა და მამა გახდა, დალასში ესროლეს და მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ემეტის თავს ორი უცნობი მამაკაცი დაესხა. ანდრეს მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. ანდრე ემეტი NBA-ის 2004 წლის დრაფტის 36-ე პიკია. ამერიკელი კალათბურთელი 2 წლის განმავლობაში "მემფისში" თამაშობდა.

სხვა სტატიები