Belive

NBA-ის რეგულარული სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი, რეგულარული, სეზონი 19 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. NBA-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს 2021/22 წლების რეგულარული სეზონის კალენდარი. გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“, რომელიც ქართველი გულშემატკივრის ყურადღების ეპიცენტრში სანდრო მამუკელაშვილის აყვანის შემდეგ მოექცა, სეზონის პირველ შეხვედრას, 19 ოქტომბერს, „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“, „ინდიანაპოლისელები“ რეგულარულ სეზონს 20 ოქტომბრიდან იწყებენ, მათი პირველი ოპონენტი „შარლოტ ჰორნეთსი“ იქნება. საყურადღებოა, რომ NBA-ის გუნდებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც ახალ სეზონს განსაკუთრებულ ინტერესს ანიჭებს.

სხვა სტატიები