Belive

NBA - კლივლენდ კავალიერსი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული სეზონის, აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ფინალის ტრიუმფატორი – “კლივლენდ კავალიერსი”.

NBA-ში ასპარეზობის რიგით 49-ე სეზონს “კავალიერსი” დიდი დანაკლისით ხვდება. ლებრონ ჯეიმსის "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლის შემდეგ, "კლივლენდმა" უპირობო ფავორიტის სტატუსი და ძლევამოსილება დაკარგა, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. "ბოსტონ სელტიქსთან" და "ტორონტო რეპტორსთან" ჯეიმსის გარეშე დარჩენილ "კლივლენდს" საკმაოდ დრამატული მატჩები ელის. "კლივლენდ კავალიერსის" სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:
კევინ ლავი - 24.1 მილიონი დოლარი ლარი ნანსი - 2.2 მილიონი დოლარი როდნი ჰუდი - 3.4 მილიონი დოლარი ჯორჯ ჰილი - 19 მილიონი დოლარი ჯეი. არ. სმიტი - 14.7 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

"კლივლენდ კავალიერსმა" პრესეზონზე 4 შეხვედრა ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე "კავალიერსმა" ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა სასტარტო 2 მატჩი, რომელშიც "კავალიერსი" "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდა. "კლივლენდმა" საშინაო და საგარეო შეხვედრებში შეძლო უხერხული მეტოქის დამარცხება. პრესეზონის მომდევნო ორი მატჩი კი "კავალიერსისათვის" წარუმატებლი გამოდგა. "ინდიანა პეისერსთან" მარცხის შემდეგ, "კავალიერსი" ზაზა ფაჩულიას "დეტროიტთან" დამარცხდა.

რეგულარული სეზონი:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონი 17 ოქტომბერს იღებს სტარტს. "კავალიერსი" პირველ შეხვედრას მომდევნო დღეს გამართავს. 18 ოქტომბერს, "ტორონტო რეპტორსი" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს, "კლივლენდი" სტუმრად "მინესოტას" დაუპირისპირდება. 22 ოქტომბერს კი კევინ ლავი და კომპანია "ატლანტა ჰოუქსის" დამარცხებას შეეცდებიან.

სხვა სტატიები