Belive

NBA კობის გარდაცვალებას ეხმაურება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა, ადამ სილვერმა კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: " NBA-ს ოჯახი განადგურებულია კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ჯანას გარდაცვალების ამბით. 20 სეზონის მანძილზე კობიმ გვანახა თუ რა ხდება მაშინ, როდესაც საოცარი ტალანტი გამარჯვების წყურვილს ერთვის. ის სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, მიღწევებით, რომელიც ლეგენდარულია: NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, MVP-ს წოდების მფლობელი, ოლ-სტარის 18-გზის მონაწილე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ ის ყველას დაამახსოვრდება, როგორც ადამიანი, რომელიც შთააგონებდა მსოფლიოს მასშტაბით ყველას რომ აერჩიათ კალათბურთი და გამოევლინათ მაქსიმალური შესაძლებლობები. მას მისიად მიაჩნდა მომავალი თაობის აღზრდა და განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა მისი კალათბურთისადმი სიყვარულის მისი ქალიშვილისთვის, ჯანასთვის გადაცემა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის მეუღლეს ვანესას, ოჯახს, "ლეიკერსს" და მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას"

სხვა სტატიები