NBA – ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 2018/19

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე პოპულარული, პრესტიჟული და ცნობილი გუნდი. 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 71-ე იქნება.

ახალ სეზონში გუნდში ძირეული ცვლილებებია.

“ლეიკერსს” შეუერთდა 33 წლის მეფე – ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ბისლი, რაჟონ რონდო და ჯავალ მაკგი.

გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა აიზია ტომასმა.

გუნდის სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:

NBA - ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 2018/19 1

გუნდს შესანიშნავი მე-6 ნომერი – რაჟონ რონდო ეყოლება.

ლონზო ბოლი – 7.46 მილიონი დოლარი

ლებრონ ჯეიმსი – 35.6 მილიონი დოლარი

ჯავალ მაკგი – 1.5 მილიონი დოლარი

კაილი კუზმა – 1.68 მილიონი დოლარი

ბრენდონ ინგრამი – 5.75 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

გუნდმა პრესეზონზე 6 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 11 და 13 ოქტომბერს, 2-გზის მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტ უორიორსს” გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა. ორივე შემთხვევაში – საშინაო და გასვლით მატჩშიც შეხვედრა “ლეიკერსის” სასარგებლოდ დასრულდა. ლოს-ანჯელესელებმა ასევე გამარჯვება იზეიმეს “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ.

“ლეიკერსმა” 1 და 3 ოქტომბერს ორი საშინაო შეხვედრა წააგეს ორივე “დენვერ ნაგეთსთან”, ხოლო შემდეგ 7 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე თანაქალაქელებთან – “კლიპერსთან” ანგარიშით 87:103 დამარცხდნენ.

რეგულარული სეზონი:

“ლეიკერსს” რეგულარულ სეზონში საკმაოდ რთული საწყისი შეხვედრები ელოდება:

19 ოქტომბერს მათი მეტოქე გასვლით შეხვედრაში “პორტლენდი” იქნება.

მომდევნო ორ შეხვედრას კი საშინაო არენაზე – 21 ოქტომბერს “ჰიუსტონისა” და 23 ოქტომბერს “სან-ანტონიოს” წინააღმდეგ გამართავენ.

სპეციალისტები “ლეიკერსს” საკმაოდ წარმატებულ სეზონს უწინასწარმეტყველებენ.

(184)

NBA – ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 2018/19

სტატიის ავტორი
-