NBA – ოკლაჰომა 2018/19

“ოკლაჰომა სითი თანდერი” – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 53-ე იქნება.

გუნდში საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია. გუნდი დატოვა კარმელო ენტონიმ, თუმცა “ატლანტადან” დენის შროდერი დაიმატეს.

გუნდის სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:

NBA – ოკლაჰომა 2018/19 1

რასელ ვესტბრუკი – 35.3 მილიონი დოლარი

პოლ ჯორჯი – 30.5 მილიონი დოლარი

სტივენ ადამსი – 24.1 მილიონი დოლარი

ჯერამი გრანტი – 8.65 მილიონი დოლარი

ანდრე რობერსონი – 10 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

წინასასეზონოდ გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ პირველი დათმო საკუთარ მოედანზე “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ანგარიშით 91:97.

გასვლით შეხვედრაში დაამარცხეს “მინესოტა ტიმბერვულვზი”.

7 და 10 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ჯერ “ატლანტა”, შემდეგ კი “მილუოკი” დაამარცხეს. 

რეგულარული სეზონი:

“ოკლაჰომას” რეგულარული სეზონის გახსნის დღეს, 17 ოქტომბერს, ყველაზე რთულ მეტოქეს “გოლდენ სტეიტ უორიორსს” დაუპირისპირდება.

20 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს, სადაც “კლიპერსს” დაუპირისპირდება.

22 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსს” შეხვდებიან.

სპეციალისტების აზრით “ოკლაჰომა” საკუთარ კონფერენციაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება.

(626)

NBA – ოკლაჰომა 2018/19

სტატიის ავტორი
-