Belive

NBA - ფილადელფია 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"ფილადელფია სიქსერსი" - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 70-ე იქნება.

გუნდში სასიხარულო ცვლილებები ნაკლებია, "სიქსერსს" არცერთი ძლიერი და გამოცდილი კალათბურთელი არ დაუმატებია, თუმცა გუნდი ორმა ძალიან კარგმა მსროლელმა მარკო ბელინელმა და ერსან ილიასოვამ დატოვეს - ბელინელი "სან-ანტონიოს", ხოლო ილიასოვა "მილუოკის" შეუერთდა. ახალ სეზონში გუნდის სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურება: 
ბენ სიმონსი - 6.43 მილიონი დოლარი ჯეიჯეი რეიკი - 12 მილიონი დოლარი რობერტ კოვინგსტონი - 10.46 მილიონი დოლარი ჯოელ ემბიდი - 25.2 მილიონი დოლარი დარიო სარიჩი - 2.52 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

"ფილადელფია სიქსერსმა" წინასასეზონოდ 3 შეხვედრა გამართა, რომელთაგან სამივე საშინაო არენაზე გამართეს. 2 ოქტომბერს "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხეს ანგარიშით - 120:114. 5 ოქტომბერს "დალასი" ანალოგიური ანგარიშით - 120:114 დაამარცხეს, ხოლო 8 ოქტომბერს ისევ "დალას მავერსიქსი" მიიღეს საკუთარ კედლებში და 3 ქულით, ანგარიშით - 112:115 დამარცხდნენ.

რეგულარული სეზონი:

2018/19 წლების სეზონი "ფილადელფიას" მონაწილეობით იხსნება, 17 ოქტომბერს "სიქსერსი" გასვლით შეხვედრაში "ბოსტონს" დაუპირისპირდება. 19 ოქტომბერს და 21 ოქტომბერს "ფილადელფია" საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ისინი ჯერ "ჩიკაგოს" შემდეგ კი "ორლანდოს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, გასულ სეზონში "ფილადელფიამ" რეგულარული მე-3 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო პლეი-ოფი კონფერენციის 1/4-ფინალიდან დატოვა. სპეციალისტების აზრით "ფილადელფია" წლევანდელ სეზონში წინა წლის მაჩვენებელს გააუმჯობესებს.

სხვა სტატიები