Belive

NBA-ს დაწყების თარიღი და ფორმატი ცნობილია 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს მოთამაშეთა ინტერესების დამცველმა ასოციაციამ ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ახალი სეზონის 22 დეკემბერს დაწყების იდეას მხარი დაუჭირა. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც კალენდარი და შესაბამისი თარიღები, ასევე რეგულარული გათამაშების ფორმატი. შედეგად, დიდი ალბათობით, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ლიგას 72-მატჩიანი სტილით ჩაატარებს. მიუხედავად გარკვეულ ფორმატსა და პროტოკოლზე შეჯერებისა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული მაინც არ არის, ვინაიდან, ეს მხოლოდ მოლაპარაკების ერთი ნაწილია, რომელშიც მონაწილეობას მოთამაშეთა წარმომადგენლები იღებენ და საკუთარ აზრს კენჭისყრის მეშვეობით აფიქსირებენ, გადამწყვეტი სიტყვა კი NBA-ს მესვეურებს ეკუთვნით. ჯერ კიდევ გასავლელია ისეთი საკითხები, როგორიცაა კალათბურთელთა ანაზღაურება უჩვეულო ფორმატის პირობებში, მათი კოვიდ-ტესტირების პროცესი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. NBA-ს 2019/20 წლების სეზონის სუპერფინალში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტი" - 4:2 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიპოვა, რაც "ბოსტონ სელტიკსთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები