Belive

NBA ლოს-ანჯელესური დაპირისპირებით განახლდება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) 30 ივლისს, ლოს ანჯელესური დერბით: კლიპერსი - ლეიკერსით განახლდება. მის განახლებამდე კი 302 კალათბურთელი კორონავირუსის ტესტზე შეამოწმეს, საიდანაც ვირუსი 16-ს დაუდგინდა. NBA-ში სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა. 4 ივნისს ლიგამ სეზონის განახლების გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მატჩები ორლანდოში, 22 გუნდის მონაწილეობით უნდა შედგეს: 13 დასავლეთ კონფერენციას წარმოადგენს, ხოლო 9 -- აღმოსავლეთს. გეგმის მიხედვით თითოეული გუნდი პლეი ოფში განთესვისთვის 8-8 თამაშს გამართავს.

სხვა სტატიები