Belive

NBA-ს მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო - ლებრონის კომენტარი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
“იუტა ჯაზის” ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. NBA-ს ვარსკვლავისათვის, COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. რუდი გობერის ანალიზის პასუხები “ოკლაჰომა” “იუტას” დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გობერი “ჩესაპიკ ენერჯი არენაზე” არ იმყოფებოდა, მან “იუტასთან” ერთად იმგზავრა. რუდი გობერთან ერთად, კორონავირუსი "იუტა ჯაზის" კიდევ ერთ ვარსკვლავს, ემანუელ მუდიაისაც დაუდგინდა. აღსანიშნვია, რომ 10 მარტს “იუტა” “ტორონტოს” დაუპირისპირდა. უსაფრთხოების მიზნით, “ტორონტო რეპტორსის” მესვეურებმა საკუთარ კალათბურთელებს 2 კვირიანი თვითიზოლაციისაკენ და კარანტინის გავლისკენ მოუწოდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, NBA-ს ოფიციალურმა პირებმა რეგულარული სეზონის მატჩების გაურკვეველი დროით გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს პაუზა და როდის განახლდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩები. მომხდარს გამოეხმაურა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც მიმდინარე წელს კატასტროფული უწოდა. "შევწყვიტეთ სპორტული ღონისძიებები, დავხურეთ სკოლები, საოფისე სამსახური და სხვა. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის ამ წლის დასასრული. ძალიან მძიმე 3 თვე იყო. ღმერთი გფარავდეთ და იყავით უსაფრთხოდ", - აღნიშნულია ლებრონის განცხადებაში.
Untitled

სხვა სტატიები