Belive

NBA-ს ყოფილ კალათბურთელს და მის ფეხმძიმე მეუღლეს Covid 19 დაუდგინდათ

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და NBA-ს ყოფილ კალათბურთელს - ლეანდრო ბარბოსას კორონავირუსი დაუდგინდა. Covid 19-ით დაინფიცირდა ასევე მისი ფეხმძიმე მეუღლე. ლეანდრო ბარბოსა 2003 წლის დრაფტზე "სან-ანტონიო სპურსმა" აიყვანა, 2003-2010 წლები "ფინიქსში" გაატარა, 2012 წელს "ინდიანაში" ითამაშა, 2014 წელს კვლავ "ფინიქსში" დაბრუნდა, ხოლო შემდეგ კი "გოლდენ სტეიტში" გადაბარგდა, სადაც NBA-ს საჩემპიონო ბეჭედიც მოიპოვა. მისი NBA-ს კარიერა კი "ფინიქსში", 2017 წელს დასრულდა.

სხვა სტატიები