Belive

NBA-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, "ტორონტოს" მთავარი მწვრთნელი ნიკ ნურსი თავის კონკურენტებს შორის სეზონის საუკეთესოდ დასახელდა. ნიკ ნურსი პირველი სპეციალისტია, რომელმაც კანადური კლუბი NBA-ს ჩემპიონი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა წინა ზაფხულის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი კავაი ლეონარდი დაკარგა, "ტორონტომ" აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული გათამაშება მეორე პოზიციაზე დასრულა და პლეი-ოფის პირველ სერიას "ბრუკლინ ნეთსის" წინააღმდეგ დამაჯერებლად იგებს - 3:0. საინტერესოა, რომ გამარჯვებულმა 100-დან 90 ხმა მიიღო, მის გარდა მხარი მაიკ ბუდენჰოლზერს, ბილი დონოვანს, ერიკ სპოელსტრას, ფრენკ ვოგელს, ტეილორ ჯენკისს, ნეით მამილანს, ბრედ სტივენსს, მაიკლ მელოუნს, დოკ რივერსს და რიკ კარლაილს დაუჭირეს.  

სხვა სტატიები