სერბეთის ნაკრებისა და "საკრამენტო კინგსის" 27 წლის ვარსკვლავი - ბოგდან ბოგდანოვიჩი, საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ - ზაზა ფაჩულიამ ე.წ სთორი დადო, სადაც ბოგდან ბოგდანოვიჩი მონიშნა. მოგვიანებით კი სერბმა ვარსკვლავმა ეს სთორი საკუთარ კედელზე, შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "გილოცავთ გამარჯვებას."