Belive

NBA-ს ვარსკვლავს პნევმოთორაქსი დაუდგინდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ვარსკვლავი - სი ჯეი მაკკოლუმი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ს ვარსკვლავს მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი (ჰაერის დაგროვებას პლევრის ღრუში) დაუდგინდა. 5 დეკემბერს, "ბოსტონთან" გამართული მატჩის მე-4 პერიოდში, მაკკოლუმმა ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოკვლევებისა და სკანირების შედეგად, მაკკოლუმს მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი დაუდგინდა. პნევმოთორაქსი ვითარდება, როდესაც ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ სივრცეში ჰაერი ჟონავს. დაგროვებული ჰაერი ფილტვებზე წნეხს ზრდის და მის გამო შესაძლოა, ფილტვების სრული ან ნაწილობრივი გათიშვა მოხდეს. პნევმოთორაქსი შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის ბლაგვმა ან გამჭოლმა დაზიანებამ. "პორტლენდის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკკოლუმს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის შეძლებს პარკეტზე დაბრუნებას.

სხვა სტატიები