Belive

NBA სეზონის 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის განახლება გარდაუვალია, თუმცა მხოლოდ 22 გუნდით. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მმართველთა საბჭო სეზონის ორლანდოში, 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ახალი გეგმის თანახმად, აღმოსავლეთ კონფერენციის 9, ხოლო დასავლეთის - 13 გუნდი რეგულარული სეზონის 8 თამაშს ჩაატარებს, რის შემდეგაც პლეი-ოფების სერია დაიწყება. ორივე კონფერენციის საუკეთესო 8-8 გუნდი ნახსენებ 22 გუნდში მოხვდება, რადგან მათ პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვეს, ხოლო დარჩენილ 6 ადგილს შემდეგი გუნდები: სან ანტონიო სპურსი, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, ნიუ ორლეან პელიკანსი, ვაშინგტონ ვიზარდსი, ფინიქს სანსი, საკრამენტო კინგსი დაიკავებენ.
i_218812c79674a555a68e70e285df5cc3_1591258232758109_0
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, სავარაუდოდ, 31 ივლისს განახლდება და 12 ოქტომბერს დასრულდება.

სხვა სტატიები