Belive

NBA-ში ახალი რეკორდი დაფიქსირდა | ყველაზე მეტი უცხოელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

წლევანდელი NBA-ის გათამაშებაში არაამერიკელი კალათბურთელების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. უცხოელი მოთამაშეების თითქმის ნახევარი ევროპის კონტინენტიდანაა.

NBA-ს ოცდაათივე გუნდს, მინიმუმ ერთი არაამერიკელი მოთამაშე ეყოლება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც NBA-ში 120 უცხოელი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მეცხრე სეზონია, რაც გახსნით თამაშებზე არაამერიკელი მოთამაშეების რაოდენობა მინიმუმ ასია.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ყველაზე მეტი, 22 წარმომადგენელი კანადას ჰყავს. 10 კალათბურთელით მეორეზე ავსტრალიაა, ხოლო 5 სპორტსმენით ნიგერია მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში საქართველოს ორი წამომადგენელი ჰყავს: გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს უკანასკნელი "მილოუკ ბაქსის" ღირებას იცავს, გოგა კი, "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელია.

სხვა სტატიები