Belive

NBA-ში გუნდებმა გაცვლები განახორციელეს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის გუნდები აქტიურად არიან დაკავებული საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვით, გთავაზობთ უახლეს გაცვლებს: "ატლატამ" "პორტლენდისაგან" სქაი ლაბისიე "შეიძინა". "ორლანდომ" "ფილადელფიასგან" ჯეიმს ენისი აიყვანა, სანაცვლოდ კი მეორე რაუნდის პიკი დათმო.  "ჰიუსტონმა" "მემფისს" ჯორდან ბელი გადაუფორმა, სანაცვლოდ ბრუნო კებობკლო მიიღო.  "ვაშინგტონმა" და "დენვერმა" ჯორდან მაკრაე და შაბაზ ნეპიერი გაცვალეს.   "კლივლენდ კავალიერსს" ანდრე დრამონდი შეუერთდა. დ'ანჯელო რასელი "მინესოტას" რიგებში ჩაირიცხა, სანაცვლოდ "გოლდენ სტეიტმა" 2014 წლის პირველი რაუნდის პირველი პიკი ენდრიუ უიგინსი მიიღო. "ოქროს ქალაქელებმა" ასევე 2021 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკი მიიღეს.  აიზია ტომასი 3-გუნდიანი გაცვლის შედეგად "კლიპერსის" რიგებში აღმოჩნდა, თუმცა გუნდის მესვეურებმა იუბილარი ტომასი გუნდიდან უმალვე გარიცხეს.           

სხვა სტატიები