Belive

NBA-ში სეზონის ბოლომდე იგლოვებენ - კალათბურთელები შავი სამკლაურით

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ში სეზონის ბოლომდე, კალათბურთელები და მსაჯები პარკეტზე შავი სამკლაურებით გამოვლენ. ამით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ვეტერანი კომისარის დავიდ შტერნის ხსოვნას მიაგებს პატივს. 2019 წლის 12 დეკემბერს, შტერნს ტვინში სისხლდენა დაეწყო, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მას სიცოცხლე მხოლოდ პირველ იანვრამდე შეუნარჩუნეს, იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. შტერნი NBA-ს კომისარი 1984-2014 წლებში გახლდათ, იგი ადამ სილვერმა ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები