Belive

NBA - ტორონტო რეპტორსი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის რეგურალური სეზონის გასული წლის ტრიუმფატორი. 

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, რომელიც გასული სეზონის მსგავსად, მიმდინარეშიც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. "ტორონტო რეპტორსი" ერთადერთი კანადური გუნდია, რომელიც NBA-ში ასპარეზობს. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით 24-ე სეზონს "რეპტორსი" მნიშვნელოვანი დანამატით ხვდება. "სან-ანტონიო სპურსის" ლიდერი, კავაი ლეონარდი მიმდინარე სეზონში "ტორონტოს" შეუერთდა, რითიც აღმოსავლეთ კონფერენციაში ძალთა ბალანსი კიდევ უფრო უთანასწორო გახდა. "ტორონტო რეპტორსის" სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:
კავაი ლეონარდი - 20.1 მილიონი დოლარი კაილ ლოური - 31 მილიონი დოლარი ოჯეი ანუნობი - 1.95 მილიონი დოლარი სერჟ იბაკა - 21.6 მილიონი დოლარი იონას ვალანჩუნასი - 16.5 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

"ტორონტო რეპტორსმა" წინასასეზონო მატჩები დადებითი ბალანსით დაასრულა. პრესეზონზე ჩატარებული 4 შეხვედრიდან, 3 კანადური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. "პორტლენდის", "ბრუკლინისა" და "ნიუ-ორლეანსის" განადგურების კვალდაკვალ, "რეპტორსი" მხოლოდ და მხოლოდ "იუტა ჯაზთან" დამარცხდა. პრესეზონზე ნაჩვენები რეზულტატების გათვალისწინებით, "რეპტორსის" გულშემატკივრებს სანერვიულო ნამდვილად არ აქვთ.

რეგულარული სეზონი:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონი 17 ოქტომბერს იღებს სტარტს. "რეპტორსს" ურთულესი სამი სასტარტო მატჩი ელის. 18 ოქტომბერს, "ტორონტო" "კლინვლენდ კავალიერსს" უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს "ტორონტო რეპტორსს" გაცილებით უფრო რთული მატჩის ჩატარება მოუწევს. "რეპტორსი" "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება. არანაკლებ მნიშნელოვანია 21 ოქტომბერს გასამართი მატჩი, რომელშიც "ტორონტო" სტუმრად "ვაშინგტონ ვიზარდსის" დამარცხებას შეეცდება.  

სხვა სტატიები