ბითაძე ისევ სასტარტო ხუთეულშია – ქართველის მორიგი შედეგიანი მატჩი

NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში “ინდიანა პეისერსმა” “ატლანტა ჰოუქსთან” – 123:132 წააგო და მიჯრით მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა.

მიუხედავად მისი გუნდის მარცხისა, მორიგი გამორჩეული თამაშის ჩატარება მოახერხა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ინდიანაპოლისელების სასტარტო ხუთეულში იყო და საერთო ჯამში პარკეტზე 29:38 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 22 წლის ქართველმა 3-დან 3 საჯარიმო, ორიდან 1 სამქულიანი და 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ზედიზედ წაგებული 4 მატჩის შემდეგ, “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენსიაში ბოლოდან მესამე, მე-13 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას 31 მარტს, კვლავაც საშინაო არენაზე, “დენვერ ნაგეთსის” წინააღმდეგ გამართავს.

 

ბითაძე ისევ სასტარტო ხუთეულშია – ქართველის მორიგი შედეგიანი მატჩი

სტატიის ავტორი
-