ბითაძემ სასტარტო ხუთეულში დაბრუნება 14 ქულით აღნიშნა – ინდიანა ისევ დამარცხდა

NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენსიის წარმომადგენელი გუნდები, “ატლანტა ჰოუქსი” და ინდიანა “პეისერსი” დაუპირისპირდნენ.

ჯორჯიის შტატში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 21-ქულიანი უპირატესობით, 133:112 იმარჯვეს.

სტუმარი გუნდის სასტარტო ხუთეულში საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე მოხვდა, რომელმაც პარკეტზე ჯამში 30:01 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიულიც იყო.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის აქტივმა 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. თავისი გუნდის რიგებში, 22 წლის კალათბურთელი შედეგიანობის თვალსაზრისით მეოთხე იყო.

ინდიანაპოლისის წარმომადგენლები მიჯრით მეოთხე მატჩში დამარცხდნენ, მთლიანად სეზონში კი 37-ე შეხვედრა წააგეს, რის საპირისპიროდაც 19 გამარჯვება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენსიაში მე-13 პოზიციას იკავებენ. მორიგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 12 თებერვალს, “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარებს.

ბითაძემ სასტარტო ხუთეულში დაბრუნება 14 ქულით აღნიშნა – ინდიანა ისევ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-