ESPN: NBA-ს მატჩები გულშემატკივრის გარეშე განახლდება

გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩები შესაძლოა გულშემატკივრის გარეშე განახლდეს. წყაროს მტკიცებით, რეგულარული სეზონის აღდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად 100%-ით გადაწყვეტილია, რომ მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას, ESPN-ის წარმომადგენელი, ბრაიან უინდჰორსტი ავრცელებს. უინდჰორსტი მიიჩნევს, რომ NBA-ის მესვეურებმა შესაძლოა ჩინეთის მაგალითს მიბაძონ და რეგულარული სეზონი მსგავსი ფორმატით განაახლონ. ჩინეთში ჩემპიონატის გაგრძელების ერთ-ერთ შესაძლებლობად გუნდების სრულ იზოლაციას განიხილავენ. მოთამაშეები და გუნდების წარმომადგენლები იზოლირებული იქნებიან სხვა პირებისგან და სასტუმროში ცალკე განთავსდებიან. მატჩები კი გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

რეგულარული სეზონის გულშემატკივრის გარეშე განახლების შესაძლებლობას ლებრონ ჯეიმსი ეწინააღმდეგება თუმცა მიმომხილველების მტკიცებით, ლებრონს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან შეგუება მოუწევს.

“რეალობა შემდეგია – NBA უნდა განახლდეს. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ცარიელი საკალათბურთო დარბაზები თუ საავიაციო ანგარები. რეგულარული სეზონი გულშემატკივრის გარეშე განახლდება. კალათბურთელებმა ამაზე უნდა იფიქრონ და ამ სცენარისთვის მოემზადონ”, – აღნიშნა ბრაიან უინდჰორსტმა.

(60)

ESPN: NBA-ს მატჩები გულშემატკივრის გარეშე განახლდება

სტატიის ავტორი
-