Hall of Fame – კობი ბრაიანტის სახელის უკვდავსაყოფად

givemesport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობი ბრაიანტი კალათბურთის Hall of Fame-ში დაიმკვიდრებს ადგილს. წყაროს მტკიცებით, ცერემონიალი 2020 წლის აგვისტოში, მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ სპრინგფილდში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კობი ბრაიანტი “დიდებათა დარბაზში” ხმის მიცემის გარეშე პირდაპირი გზით დაიკავებს ადგილს – რაც იმას ნიშნავს, რომ საორგანიზაციო კომიტეტი საარჩევნო წესდებას ცვლის და “ლეიკერსის” ლეგენდას ღირსეულ პატივს მიაგებს. 2020 წელს, “დიდებათა დარბაზში” კობი ბრაიანტს ტიმ დანკანთან და კევინ გარნეტთან ერთად შეიყვანენ.

“მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ყველაზე ეპიკური ცერემონიალი. “შავი მამბა” ტიმ დანკანთან და კევინ გარნეტთან” ერთად დაიკავებს კუთვნილ ადგილს. ბრაიანტს სწორედ ისეთ პატივს მივაგებთ, როგორსაც იმსახურებს”, – აღნიშნა Hall of Fame-ის წარმომადგენელმა.

(204)

Hall of Fame – კობი ბრაიანტის სახელის უკვდავსაყოფად

სტატიის ავტორი
-