კარის ემოციური კომენტარი დურანტის ტრავმაზე

316
ნახვა

დღეს გამთენიისას NBA-ს ფინალური სერიის მე-5 მატჩში, “ტორონტოსთან”, “გოლდენ სტეიტ უორიორსის” კალათბურთელი, კევინ დურანტი კიდევ ერთხელ დაშავდა.

დიდი ალბათობით, 30 წლის მსუბუქ ფორვარდს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. ზუსტი დიაგნოზი ხვალ იქნება ცნობილი.

სტეფ კარიმ “ტორონტოსთან” 106:105 მოგებული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თანაგუნდელის შესახებ ისაუბრა.

“დურანტმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. კევინი პარკეტზე გავიდა და თავისი ჯანმრთელობა შესწირა. მის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. გულწრფელად ვამბობ, მსგავსი რამ არავინ უნდა გამოსცადოს,” – განაცხადა სტეფ კარიმ.

(316)

კარის ემოციური კომენტარი დურანტის ტრავმაზე

სტატიის ავტორი
-