კიდევ ერთი მოტეხილობა – გოლდენ სტეიტის კრიზისი უფრო მძიმდება 

“გოლდენ სტეიტს” პრობლემები არ ელევა. თითქოს NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს წამყვანი სამეულის (სტეფ კარის, კლეი ტომპსონის და დრეიმონდ გრინის) ტრავმები, კევინ დურანტის წასვლა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე ყოფნა არ ეყოფოდა, რომ ახლა ვიცე-ჩემპიონმა დამიონ ლიც დაკარგა.

კრიზისში მყოფ “მეომართა” ფორვარდმა, რომელიც ლიდერთა არ ყოფნაში კალიფონრიული კლუბის ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა, “იუტა ჯაზთან” შეხვედრაში (108:122) ხელი მოიტეხა.

კალათბურთელს შემდეგი სამედიცინო შემოწმება ორ კვირაში ჩაუტარდება და მას მერე გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს პარკეტზე დაბრუნებას.

NBA-ს მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში “ოქროს შტატელებს” 2 მოგება და 9 მარცხი აქვთ, შემდეგ შეხვედრას კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ, ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” გამართავენ.

(178)

კიდევ ერთი მოტეხილობა – გოლდენ სტეიტის კრიზისი უფრო მძიმდება 

სტატიის ავტორი
-