NBA-ის განახლებულ სეზონს კორონავირუსმა ზიანი დაწყებამდე მიაყენა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებას კალათბურთის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან.

ახალი გადაწყვეტილება 4 ივნისს იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც 30-დან 22 გუნდი ასპარეზობას ფლორიდაში განაგრძობს, სადაც დაწყებული სეზონი დასკვნით ფაზამდე მივა.

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან ერთად, ფაქტობრივად ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეაჩერა, თუმცა ამჯერად განახლების პირას მყოფი NBA, კიდევ ერთხელ დააზიანა – საქმე ეხება დეანდრე ჯორდანს, რომელიც ფაქტობრივად 100%-იან მზაობას გამოთქვამდა ფლორიდაში სათამაშოდ, თუმცა ამ უკანასკნელს Covid-19 დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული კალათბურთელის ფლორიდაში თამაში, ვირუსის პრევენციისა და კალათბურთელების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ყოფნის მიზნით, ფაქტობრივად გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიოში კვლავ აქტუალური თემაა, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინფიცირებულების რაოდენობრივი თვალსაზრისით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეპიდვითარება კი კვლავ მძიმედ ფასდება.

(89)

NBA-ის განახლებულ სეზონს კორონავირუსმა ზიანი დაწყებამდე მიაყენა

სტატიის ავტორი
-