პარკერის მაისური ხელშეუხებელია – სან ანტონიომ ლეგენდა დააფასა 

“სან ანტონიო” ლეგენდებს აფასებს. “სპერსმა” ვეტერანი ფრანგი კალათბურთელის ტონი პარკერის საპატივსაცემოდ 9-ნომრიანი მაისური გააუქმა.

სან-ანტონიოს” არენაზე, თაღების ქვეშ პარკერის მაისურის აღმართვის ცერემონიას ყოფილი თანაგუნდელები: ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი, დევიდ რობინსონი და ბორის დიაო და მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი დაესწრნენ.

37 წლის კალათბურთელი “სან ანტონიომ” 2001 წლის დრაფტზე აირჩია, მას მერე ფრანგმა “შავ-თეთრების” მაისურით 17 სეზონი ჩაატარა და 4 საჩემპიონო ბეჭედიც მოიგო (2003, 2005, 2007 და 2014). პარკერი 2007 წლის ფინალების MVP გახდა, ოთხჯერ კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

პარკერის მაისური ხელშეუხებელია - სან ანტონიომ ლეგენდა დააფასა  1

(55)

პარკერის მაისური ხელშეუხებელია – სან ანტონიომ ლეგენდა დააფასა 

სტატიის ავტორი
-