სანდრო მამუკელაშვილმა ბრუკლინთან მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა

NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსი” ,,ბრუკლინ ნეთსთან” 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:119 დამარცხდა.

,,ბაქსის” შემადგენლობაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა – ქართველმა ფორვარდმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

,,ბრუკლინ ნეთსს” კევინ დურანტმა ულიდერა – სუპერვარსკლავმა 23 წუთში 18 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

დღეს ითამაშა გოგა ბითაძის ,,ინდიანამაც”. ,,პეისერსმა” ,,კლივლენდს” სტუმრად 109:100 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 12 წუთში 4 ქულის, 2 მოხნის, 2 დაფარების, 1 პასისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო.

,,მილუოკი” მომავალ მატჩს ,,ოკლაჰომას” წინააღმდეგ გამართავს, ,,ინდიანა” კი ,,მემფისს” შეხვდება.


მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ბრუკლინთან: 

(1721)

სანდრო მამუკელაშვილმა ბრუკლინთან მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა

სტატიის ავტორი
-