ვესტბრუკი: “ზაზას ჩავარტყი და სამაგიეროც გადავუხადე”

617
ნახვა

შაბათს დილით, “ოკლაჰომამ” სახლში “დეტროიტი” 123:110 დაამარცხა.

“ოკლაჰომას” კალათბურთელმა, რასელ ვესტბრუკმა აღნიშნულ შეხვედრაში “დეტროიტის” ცენტრს, ზაზა ფაჩულიას თავში ხელი ჩაარტყა.

რამდენიმე დღის შემდეგ, “თანდერსის” ლიდერმა ქართველთან ინციდენტზე ისაუბრა.

“ზაზამ წინა წელს მხარში ჩამარტყა და შემდეგ ზევიდან დამხედა. მე სამაგიერო უნდა გადამეხადა და ეს გავაკეთე კიდეც,” – თქვა ვესტბრუკმა.

(617)

ვესტბრუკი: “ზაზას ჩავარტყი და სამაგიეროც გადავუხადე”

სტატიის ავტორი
-