Belive

#NBAVOTE იწყება!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყოველწლიურად იმართება ვარსკვლავების მატჩი (ALL STAR). წელს ყველა ვარსკვლავთა მატჩი 17 თებერვალს შარლოტში ჩატარდება. დღეს, 25 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე, იწყება ხმის მიცემა კალათბურთელებისადმი, რომელიც მაყურებელს სურს, რომ ვარსკვლავურ მატჩში იხილოს. ხმის მიცემა გრძელდება 21 იანვრამდე. 24 იანვარს აირჩევა 10 კალათბურთელი, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოხვდებიან. დანარჩენი მოთამაშეების ვინაობა კი 31 იანვარს გახდება ცნობილი. ქართველი ხალხისთვის ეს საკმაოდ ნაცნობი პროცესია, ამ მხრივ გასულ წლებში ჩვენი ერის წარმატებაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები გაოგნებულნი დარჩნენ. ყველა მომხმარებელს აქვს მრავალი გზა ხმის მისაცემად, თუმცა რაც არ უნდა დაგვავიწყდეს არის ის, რომ 24 საათის განმავლობაში თითოეული ხერხიდან ჩვენ მხოლოდ 1 ხმის მიცემის უფლება გვაქვს. ასევე NBA და GOOGLE-მა ასევე დაამატეს ახალი სტილით ხმის მიცემა და ახლა უკვე სასურველი კალათბურთელის გვარის "დაგუგვლით" შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენთვის საყვარელ კალათბურთელს.    

სხვა სტატიები