,,პანათინაიკოსის” უკანახაზელისთვის, ნეოკლის ავდალასისთვის, ევროლიგის მე-14 ტურში ,,ალბასთან” გამართული შეხვედრა ისტორიული გამოდგა. ბერძენი 15 წლის, 10 თვისა და 6 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მატჩში ქულის მოპოვება შეძლო.
ავდალასმა თითქმის 20-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, მანუჩარ მარკოიშვილს ეკუთვნოდა – მანუჩარმა 2002 წლის 24 ოქტომბერს, ,,ტრევიზოს” მაისურით (ასევე ალბასთან მატჩში) ევროლიგის შეხვედრაში ქულები 15 წლის, 11 თვისა და 7 დღის ასაკში მოაგროვა.
,,პანათინაიკოსისა” და ,,ალბას” დაპირისპირება ბერძნული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 82:67 დასრულდა.
ავდალასის ისტორიული ქულა:
