Belive

ნიკოლა იოკოჩი რეკორდებს ამყარებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დაიწყო, არაერთი სანახაობრივი შეხვედრა შედგა, "დენვერისა" და "ჰიუსტონის" შეხვედრაში დაფიქსირდა რეკორდული ფაქტიც. რეკორდის ავტორი ნიკოლა იოკოჩია, რომელმაც საწყისი 3 შეხვედრის ჯამში 42 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც მისი ამპლუის (ცენტრი) მოთამაშისათვის ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი 24 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ასევე სერბმა კალათბურთელმა საკუთარი რეკორდიც დაამყარა, მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ერთ შეხვედრაში 18 შედეგიანი გადაცემა. ჯამში ნიკოლამ გუნდს 19 ქულა, 12 მოხსნა და 18 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. "დენვერისა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირებაში კი მასპინძლებმა, ანგარიშით - 124:111 იმარჯვეს.  

სხვა სტატიები