Belive

ნიკოლოზ ცქიტიშვილი NBA-ს ოფიციალური ელჩი გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ევროპასა და აზიაში NBA-ის ოფიციალური ელჩი გახდა. ის არის პირველი ქართველი ზაზა ფაჩულიას შემდეგ, რომელმაც მოახერხა და ასეთი პრესტიჟული წოდება მოიპოვა.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკება ცქიტიშვილსა და NBA-ის ვიცე-პრეზიდენტს, კიმ ბაჰუნს შორის 6 თვის წინ შედგა, თუმცა 3 წლიანი ოფიციალური დოკუმენტი მხარეებმა დღეს, 4 მარტს გააფორმეს. ნიკოლოზი, წელიწადში რამდენჯერმე, 5 დღიანი ვიზიტებით ეწვევა ევროპისა და აზიის სხვადასხვა საკალათბურთო დაწესებულებას. დაესწრება კონკრეტულ თამაშებს და ევრაზიის მოსახლეობას უფრო აქტიურად გააცნობს NBA-ს კულტურას, ახალ თაობას გაუზიარებს საკუთარ 23 წლიან საკალათბურთო გამოცდილებასა და მისცემს მათ მოტივაციას. კიმ ბაჰუნის განცხადებით, ცქიტიშვილი საუკეთესო ვარიანტია, რადგან მისი კარიერა 3 კონტინენტს: ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აზია მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ვეტერან კალათბურთელს ბევრ სხვადასხვა გუნდში, მათ შორის ლიბანში, ჩინეთში, ბაჰრეინში, ირანსა და სხვა ქვეყნებში უთამაშია.

სხვა სტატიები