Belive

"ოჯახის ნახვა მინდა" - დიქსონი ვიდეომიმართვის დროს ატირდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით ვიდეომიმართვა გააკეთა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც თბილისში ინდივიდიალურად ვარჯიშობს, ოჯახის ნახვას ვერ ახერხებს. 29 წლის კალათბურთელს სავიზო პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც ჩინეთის საელჩოში მას ძალიან ცუდად მოექცნენ. მაიკლის თქმით, ერთ თვეში ის შვილს ელოდება და საქართველოს დატოვება ძალიან სჭირდება. დიქსონის ვიდეომიმართვა ძალიან ემოციური გამოდგა - ამერიკელმა კალათბურთელმა რამდენჯერმე ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები