Belive

ოლ სტარი | სასტარტო ხუთეულები ცნობილია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დასრულდა 2022 წლის NBA-ის "ოლ სტარის" შემადგენლობების არჩევა - უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო ხუთეული. დასავლეთ კონფერენცია: სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი); ჯა მორანტი (მემფისი); ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი); ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი); ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) აღმოსავლეთ კონფერენცია: ტრეი იანგი (ატლანტა); დემარ დეროზანი (ჩიკაგო); კევინ დურანტი (ბრუკლინი); იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი); ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

წლევანდელი "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 20 თებერვალს გაიმართება. შეხვედრას კლივლენდი უმასპინძლებს. აქვე შეგახსენებთ, რომ სასტარტო ხუთეულებს ირჩევდნენ გულშემატკივრები (50%), მოთამაშეები (25%) და მედიის წარმომადგენლები (25%)..

სხვა სტატიები