Belive

ოლ სტარი - სათადარიგო კალათბურთელების ვინაობა ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

წლევანდელი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სათადარიგო კალათბურთელების ვინაობა ცნობილი გახდა - NBA-ის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა 14 მოთამაშე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეცხრედ ითამაშებს და არც წლევანდელ "ოლ სტარს" გამოაკლდება "ბრუკლინის" ვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენი. აღმოსავლეთ კონფერენცია: ჯეილენ ბრაუნი (სელტიკსი), ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი), ბენ სიმონსი (ფილადელფია), ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო). დასავლეთ კონფერენცია: ენტონი დევისი (ლეიკერსი), პოლ ჯორჯი (კლიპერსი), რუდი გობერი, (იუტა) დემიან ლილარდი (პორტლენდი), დონოვან მიტჩელი (იუტა), კრის პოლი (ფინიქსი) და ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი). წელს NBA-ის "ოლ სტარი" 7 მარტს, ატლანტაში გაიმართება.

სხვა სტატიები