Belive

ოლ სტარის სასტარტო ხუთეულები ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაცია NBA-მ "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულები და კაპიტნები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კაპიტანი კევინ დურანტი იქნება, ხოლო დასავლეთის - ლებრონ ჯეიმსი. სწორედ აღნიშნულმა კალათბურთელებმა მიიღეს ყველაზე მეტი ხმა ჟურნალისტების, ლიგის მოქმედი კალათბურთელებისა და ქომაგების გამოკითხვის შედეგად. პირველ ადგილზე "ლეიკერსის" 36 წლის ლიდერი - ლებრონ ჯეიმსია 5 922 554 ხმით, ხოლო დურანტმა 5 567 106 ხმა მიიღო. აღმოსავლეთ კონფერენციის ხუთეული ასე გამოიყურება: კევინ დურანტი (ბრუკლინი), იანის ანტეტოკუნმპო (მილოუკი) , ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), კაირი ირვინგი (ბრუკლინი).

დასავლეთის გუნდი: ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი). "ყველა ვარსკვლავის მატჩი" წელს ატლანტაში, 7 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები