Belive

ოლდრიჯმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერა დაასრულა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის "ოლ სტარის" 7-გზის მონაწილემ ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება დღეს, 35 წლის ასაკში მიიღო. ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. "ბრუკლინის" კალათბურთელს 10 აპრილს გამართულ კარიერის ბოლო მატჩში თავი ცუდად იგრძნო.

"10 აპრილს ბოლოჯერ ვითამაშე, სადაც გულის არასწორმა პულსმა შემაწუხა. მოგვიანებით, რითმი კიდევ უფრო დაირღვა, მომდევნო დილით კი ამის შესახებ გუნდს ვუთხარი. გამაგზავნეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩამიტარდა. თავს ახლა კარგად ვგრძნობ, მაგრამ ის ღამე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო," - წერს ოლდრიჯი სოციალურ ქსელში.
ლამარკუს ოლდრიჯის კარიერა 2006 წელს დაიწყო. დრაფტზე ის "პორტლენდმა" აირჩია. 2015 წელს ამერიკელი ფორვარდი "სან ანტონიოში" გადავიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვიდა. "ბრუკლინში" ლამარკუსმა მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა.

სხვა სტატიები