Belive

ოლიმპიადა | კალათბურთი - მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფლეიოფის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები, აშშ-სა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ლუკა დონჩიჩის სლოვენია გერმანიას დაუპირისპირდება, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ავსტრალია კი - არგენტინას. მეოთხედფინალური წყვილები ასე გადანაწილდა: იტალია - საფრანგეთი სლოვენია - გერმანია ესპანეთი - აშშ ავსტრალია - არგენტინა


ფლეიოფის ოთხივე მატჩი სამშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალში იტალიისა და საფრანგეთის წყვილში გამარჯვებული, სლოვენიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ესპანეთსა და აშშ-ს შორის მოგებული კი ავსტრალიას ან არგენტინას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები