ოფიციალურად: 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა ცნობილია

სულ ახლახანს გაირკვა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. რიგით 35-ე ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში, კერძოდ კი ბრისბენში ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, ბრისბენის ოლიმპიური თამაშები 2032 წლის 23 ივლისს აიღებს სტარტს და 8 აგვისტოს დასრულდება.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რიგით XXXV ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში ჩატარებულიყო. ავსტრალიის გარდა, ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოდნენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, ყატარი, ინდონეზია, ინდოეთი და ჩრდ და სამხრეთ კორეები (ერთობლივად). თუმცა ბრისბენი მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ეს იქნება მესამე ოლიმპიური თამაშები, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდება. პირველ ოლიმპიადავს ავსტრალიამ 1956 წელს მელბურნში უმასპინძლა, მეორეს სიდნეიმ 2000 წელს, ხოლო ახლა მესამე ბრისბენში 2032 წელს ჩატარდება.

ხმის მიცემის პროცესში ავსტრალიაზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 72 მომხრე, 3 წინააღმდეგი, ხოლო ორმა ადამიანმა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდება, ხოლო 2028 წელს კი ოლიმპიურ თამაშებს აშშ მიიღებს.

 

 

(2162)

ოფიციალურად: 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა ცნობილია

სტატიის ავტორი
-