Belive

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძემ გრან კანარია დატოვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე "გრან კანარიაში" აღარ ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"გრან კანარიამ" და ბექა ბურჯანაძემ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ბექამ წასვლა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ჩვენი მადლობას ვუხდით ბექას ყველაფრისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას“, – წერია "გრან კანარიას" ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის კალათბურთელს ესპანელთა მთავარ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბექას "გრან კანარიაში" მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზიც გახდა.

სხვა სტატიები