Belive

ოფიციალურად: ბოსტონმა სუპერვარსკვლავი დაიმატა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ბოსტონ სელტიკსმა" სამგზის "ALL-STAR"-ის მონაწილე და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კემბა უოლკერი დაიმატა. ბოსტონელებმა კემბასა და მეორე პიკის სანაცვლოდ "შარლოტ ჰორნეტს" ტერი როზიე და მეორე რაუნდის დაცული პიკი დაუთმეს. კემბას წინა სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო ჰქონდა. 82 ჩატარებული მატჩში უოლკერმა საშუალოდ 25,6 ქულა, 4,4 მოხსნა, 5,9 პასი და 1,2 წართმევა მოაგროვა. ის იყო იმ ორ კალათბურთელს შორის, რომელმაც საშუალოდ მინიმუმ 25 ქულა და 5 ასისტი მოაგროვა ყველა 82 ჩატარებული მატჩის შემდეგ (ბრედლი ბილთან ერთად). კემბა უოლკერი ბოსტონში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს

სხვა სტატიები