Belive

ოფიციალურად: ევრობასკეტი 1 წლით გადაიდო!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ფიბამ ოფიციალურად დაადასტურა: ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 1 წლით გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრობასკეტი 2021 წლის ნაცვლად, 2022 წლის სექტემბერში გაიმართება. გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად წერდა, ფიბას აღმასკომში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს. ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, მათ შორის ერთი კი საქართველოა.
Schermata-2019-12-16-alle-11.28.57

სხვა სტატიები