Belive

გაცვლების დიდი სერია - ჰარდენი ბრუკლინში, ოლადიპო ჰიუსტონში

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ჯეიმს ჰარდენის კარიერა "ჰიუსტონში" დასრულებულია - ამერიკული წყაროების თანახმად, "ბაბუაწვერა" ამიერიდან "ბრუკლინის" რიგებში ითამაშებს. ნახსენებ გუნდებს შორის საკმაოდ საინტერესო გაცვლა განხორციელდა. თავდაპირველად, "ჰიუსტონმა" ჰარდენის სანაცვლოდ 4 პირველი რაუნდის პიკი (3 ბრუკლინისგან, ხოლო 1 მილუოკისგან), კარის ლევერტი და ჯარეტ ალენი მიიღო. თუმცა, რამდენიმე წუთში ჯარეტ ალენი გუნდმა "კლივლენდს" დანტე ეკზამში გაუცვალა. გარდა ამისა, "როკეთსში" გადავიდა როდიონ კურუციც. თუმცა, მოგვიანებით, "ჰიუსტონი" კიდევ ერთ გაცვლას დათანხმდა. კარის ლევერტი, რომელიც "ბრუკლინისგან" მიიღო, "ინდიანაში" გაუშვა, სანაცვლოდ კი ვიქტორ ოლადიპო დაიმატა. ასევე ცნობილია, რომ "კლივლენდი" ჯარეტ ალენითა და ტორინ პრინსომით გაძლიერდა. საბოლოო ჯამში, "ჰიუსტონმა" ვიქტორ ოლადიპოსა და დანტე ეკზამის გარდა 4 პირველი რაუნდის პიკი და "ბრუკლინის" პირველი რაუნდის პიკის 4 სვაპი მიიღო.

სხვა სტატიები